logo
ENG



"ხვალ ველოდებით მთელს ზუგდიდს 20:00 საათზე" - ნიკა მელიამ აქცია დააანონსა

08 ოქტ 202121:43
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ ხვალ 20:00 საათზე ზუგდიდში აქცია დაანონსა.

როგორც მელიამ აღნიშნა, აქციაზე არჩევნების გაყალბებას გააპროტესტებენ. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ ზუგდიდში, პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი დამარცხებულად გამოაცხადა.

"ქართული ოცნება ჩართულია მძიმე გაყალბების პროცესში. იცით რა გააკეთეს და რა იკადრეს ზუგდიდში, როდესაც პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი ღამით, ქურდულად აბსოლუტურად მოულოდნელად გამოაცხადეს პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატად", - თქვა ნიკა მელიამ.

მელია ამბობს, რომ დღეს აქცია ბათუმში, მომხდარი ტრაგედიის გამო არ გამართეს, ხვალ კი ის ზუგდიდის მოსახლეობას აქციაზე ელოდება.

"ამასთან შეგუებას ნამდვილად არ ვაპირებთ, ნაცვლად დღეს გასამართი აქციისა, რომელიც არ გავმართეთ და მიზეზი დავასახელეთ ტრაგედია, რომელიც ბათუმში ტრიალებს, ვთხოვ ზუგდიდელებს, ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ ყველა ადამიანს - ხვალ რვა საათზე შევიკრიბოთ ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერეტორიასთან და უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, რომ ყველას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადებასაც გავაგონოთ ჩვენი მკაფიო ხმა და პასუხი, და ყველა დავარწმუნოთ, რომ არავინ არ ვაპირებთ უკან დახევას. ბრძოლა იქნება ბოლომდე, მაშასადამე ხვალ ველოდებით მთელს ზუგდიდს რვა საათზე", - ამბობს ნიკა მელია. 

დღეს ხმაური და დაპირისპირება იყო ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში. საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად, ზუგდიდის საკრებულოში ენმ-მ ერთი მანდატი და გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.

მე-11 ოლქის 53-ე, 54-ე, 57-ე და 58-ე უბნების გახსნის შედეგად ქართულ ოცნებას ბათილი ბიულეტენებიდან 12 ხმა დაემატა. მანამდე, ენმ-ს საკრეებულოში 23 დეპუტატი ჰყავდა, ახლა კი - 22.ამ დროის მონაცემებით, ქართულ ოცნებას 20 დეპუტატი ჰყავს, გახარიას პარტიას 2, ერთი კი გაუნაწილებელი მანდატია.

ენმ-ის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის, ანი წითლიძის თქმით, ოლქი წინასწარ გახსნეს და ამის გამო მიიღეს ხმების ხელახლა გადათვლის გადაწყვეტილება. წითლიძე ამბობს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ საკითხზე პროკურატურას აუცილებლად მიმართავს.

ზუგდიდის საკრებულო 45 მაჟორიტარი წევრისგან შედგება, მათგან პროპორციული წესით ირჩევა 30 მაჟორიტარი, ხოლო 15 - მაჟორიტარული წესით. საკრებულოში უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭიროა 23 მანდატი.


close დახურვა